Ending Soon! Save 33% on All Access

"როშკა გუდაური" - ურბანული ხმაურისგან გაქცევის საშუალება კავკასიონის ხედზე და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი მთაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"როშკა - Roshka" გუდაურში უკვე რამდენიმე წელია, მთის კურორტების მოყვარულებს მასპინძლობს. კომპანიის დასაფუძნებლად სამშენებლო სფეროს პროფესიონალები, ყოფილი მოთხილამურეები, მთასვლელები და სამთო ტურიზმის წარმომადგენლები გაერთიანდნენ და ჩამოაყალიბეს გუნდი, რომელსაც სრულად ესმის მომხმარებლის პრეფერენციები და საჭიროებები.

გუნდმა დაინახა, რომ იმ პერიოდში ურბანული სივრცისაგან დასვენებასა და სამთო კურორტებზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდებოდა და, მიუხედავად ერთგვარი სამშენებლო ბუმისა, ხშირად მომხმარებელი ვერ იღებდა ყველაფერ იმას, რასაც დასვენებისგან ელოდა.

Entrepreneur-თან ინტერვიუში კომპანიის წარმომადგენელი, გივი ქართველიშვილი დაფუძნების ამბავს იხსენებს:

"გუდაურში მზარდი მოთხოვნიდან და ამ სფეროში შესაბამისი გამოცდილების დაგროვებიდან გამომდინარე, გადაწყდა აშენებულიყო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი კომპლექსი. ჩამოყალიბდა გუნდი, რომელშიც სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების გარდა, შევიდნენ ყოფილი მოთხილამურეები, მთასვლელები და სამთო ტურიზმის წარმომადგენლები. გუნდის იდეა იყო, შეექმნათ გარემო, რომელიც დამსვენებელს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიდა როგორც კომპლექსის შიგნით, ისე მის გარეთ".

ერთი შეხედვით, გუდაურში, მთებით გარშემორტყმულ დაბაში, საცხოვრებელი კომპლექსისთვის ადგილის შერჩევა რთული არ უნდა ყოფილიყო. თუმცა აქტიური განაშენიანების ფონზე არ იყო მარტივი იდეალური სამშენებლო არეალის პოვნა.

"როშკას" გუნდის წარმომადგენლებმა არჩევანი შეაჩერეს სათხილამურო ტრასიდან 150 მეტრში და შეარჩიეს ადგილი, საიდანაც ყველა მიმართულებით, ნებისმიერ აპარტამენტს ხედი მთებსა და ბუნებაზე აქვს.

გარდა ადგილისა, გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო ეკოლოგიური ფაქტორი. "როშკას" დამფუძნებლებს უნდოდათ, სამშენებლო პროცესს არ ჰქონოდა ნეგატიური გავლენა გარემოზე და კომპლექსიც ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფილიყო.

"ჩვენთვის უმნიშნელოვანესი იყო, პროექტი მორგებულიყო მთის სპეციფიკურ ლანდშაფტ, აშენებულიყო ეკოლოგიურად სუფთა და თბოეფექტური მასალებით, ხოლო გარემოსთვის ზიანი მინიმალურ დონემდე დაგვეყვანა".

"როშკა" გუდაურში ყველანაირი პრეფერენციის მქონე მომხმარებლის მისაღებადაა მზად. რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის ხმაურისა და ყოველდღიურობისგან გასაქცევად იდეალური ადგილია როგორც მთის კურორტებისთვის ტრადიციულ ზამთრის სეზონზე, ისე ზაფხულში.

"გვიხარია, რომ შევქმენით სივრცე, სადაც ყველა ტიპის დამსვენებელი - აქტიური თუ მოყვარული სპორტსმენები, ოჯახები, ტურისტები თუ, უბრალოდ, გართობის მოყვარულები - თავს გრძნობენ, როგორ საკუთარ სახლში", - გვეუბნება ინტერვიუში გივი.

"როშკას" გუნდმა მსგავსი სივრცის შექმნა მრავალფეროვანი სერვისით შეძლო. კომპლექსში მისულ დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ საბავშვო გასართობი ოთახებით, სამაგიდო სპორტის სივრცეებითა თუ ბოლდერინგრუმებით, მალე გაიხსნება ბარ-რესტორანიც.

მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსი უკვე წლებია, ემსახურება დამსვენებლებს, "როშკას" გუნდში მუდმივად სიახლეების ძიებასა და მომხმარებლებისთვის განახლებული სერვისის მიწოდებაზე არიან ორიენტირებულნი.

კომპანიაში სჯერათ, გუდაურს შეუძლია ოთხივე სეზონზე აქტიურად უმასპინძლოს დამსვენებელს - ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო. მათი აზრით, გუდაურს დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს.

ამ იდეის ფარგლებში "როშკას" წარმომადგენლები სხვადასხვა აქტივობისთვის საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიას იკვლევენ და ყოველ სეზონზე დამსვენებელს განახლებული სერვისით ხვდებიან.

"თავიდანვე სრული კომპლექსის იდეის ნაწილი იყო ისიც, რომ პროექტი საინვესტიციოდ მაქსიმალურად საინტერესო ყოფილიყო. ჩვენს გუნდს სჯერა, გუდაურს აქვს იმის პოტენციალი, რომ სხვადასხვა პრეფერენციის ტურისტებისთვის ოთხივე სეზონზე ისეთვე მიმზიდველი იყოს, როგორიც ზამთარშია. ამიტომ ჩვენ არასდროს ვწყვეტთ მუშაობას ისეთი ტიპის საკითხებზე, როგორიც არის "როშკას" გარშემო ტერიტორიების კვლევა ახალი ტრეკინგ, ველო თუ საფრირაიდე მარშუტების შესაქმნელად".

გივი ქართველიშვილი ამბობს, რომ სამთო ტურიზმის განვითარების პარალელურად იზრდება თავად დამსვენებელთა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტების მოლოდინები ქართული ბიზნესის მიმართ. შესაბამისად, ეს უბიძგებს კომპანიებს, მეტი და მეტი იმუშაონ საერთაშორისო სტანდარტების დასამკვიდრებლად და მომხმარებლისთვის შესაბამისი სერვისის მისაწოდებლად.

"როშკას" დამფუძნებლები მოხარულები არიან, რომ კომპანია იმთავითვე საერთაშორისო სტანდარტების სერვისს სთავაზობდა მომხმარებელს და ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობაც მუდმივ პროცესად აქცია. გლობალურად იზრდება საჭიროება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსებისადმი, რომლებიც სტუმრებს უზრუნველყოფენ უხვი და სასიამოვნო გამოცდილებით. "როშკას" საცხოვრებელი კომპლექსი სწორედ ამ დონის პროექტია.

"ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ერთგვარ გამოსავალს საცხოვრებლების სახით, რომელიც აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, საჭირო კომფორტსა და ბუნების, მთების მახლობლად ცხოვრების გამოცდილებას. დამსვენებელს, ფაქტობრივად, ვუზიარებთ მთის კურორტებზე ყოფნის პირად გამოცდილებას, იქნება ეს სხვადასხვა სპორტული აქტივობა, ყუდრო გარემოში დასვენება თუ აქტიური გართობა".

რამდენად გამბედავი ნაბიჯი იყო "როშკას" დამფუძნებლების მხრიდან გუდაურში საცხოვრებელ კომპლექსზე მუშაობა? - ყველანაირი წამოწყება მოითხოვს სიმამაცესა და რისკებისთვის თვალის გასწორებას, მათ სწორ მენეჯმენტს. გამონაკლისი არც მათი შემთხვევა ყოფილა. თუმცა, როგორც ახლა იხსენებენ, ბაზრის კვლევა აჩვენებდა, რომ "როშკას" კონცეფციაზე მომხმარებელში მოთხოვნა მაღალი და თანაც მზარდი იყო.

მიუხედავად კარგად გათვლილი ბიზნესგეგმისა და დაზღვეული რისკებისა, 2020 წელს დაწყებული კოვიდპანდემია "როშკასთვის", როგორც ყველა ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა. გლობალური მასშტაბის ლოქდაუნი და მსოფლიოს ფაქტობრივი გაჩერება არავის ჰქონდა წარმოდგენილი, ამიტომაც პირველი ეტაპი ყველასთვის რთული აღმოჩნდა.

"კომპანია ახალი შესული იყო ბაზარზე, შესაბამისად, ენთვის განსაკუთრებულად რთული გამოდგა. პასუხისმგებლობის გრძნობამ, მომხმარებლებისადმი აღებულმა ვალდებულებებმა და მათთვის იმედების გამართლების სურვილმა, გუნდის თავდაჯერებულობამ, საქმისადმი სიყვარულმა და დაუღალავმა შრომამ გადაგვალახინა ეს დაბრკოლებაც. მომხმარებლის დადებითი უკუკავშირი გვაძლევს უფლებას, ვთქვათ - ქართული ბაზრისთვის მრავალმხრივ უნიკალური პროდუქტი შევქმენით".

"როშკას" გუნდში სჯერათ, რომ მიუხედავად სამთო კურორტების მზარდი პოპულარობისა, საქართველოში მათი პოტენციალის დიდი ნაწილი აუთვისებელია. სწორედ ამიტომ, მათი მიზანია ამ მიმართულებით მუშაობა და ქართული სამთო ტურიზმის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

პოტენციალის აუთვისებლობა განსაკუთრებულად აისახება სერვისის ხარისხზე - ტურისტს მთაში ხვდება საოცარი ბუნება, ტრადიციული გასტროტურიზმი, თუმცა, სერვისის დონე ქვეყნის სხვა ტურისტულ ზონებში ბევრად მაღალია. სწორედ ამ მიმართულებით უნდათ "როშკას" გუნდის წევრებს დადებითი წვლილის შეტანა და მთის რესურსის უფრო კრეატიულად გამოყენება.

"როშკას" განვითარების ხედვა ამ ეტაპზე არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებაა. კომპანია განვითარებას შედარებით ვიწრო, მაგრამ მოთხოვნად მიმართულებაში ხედავს.

"უკვე არსებული პროდუქტი გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ამ სფეროში რაღაც ახლის შეტანის ძალა შეგვწევს და გვჯერა, რომ "როშკა გუდაური" დიდ როლს ითამაშებს ჩვენი მომდევნო პროექტების წარმატებაშიც".

ინდუსტრიული ტრენდები

K2 Invest - როცა ხარისხი პრიორიტეტია

"გვსურს, რომ ჩვენ მიერ აშენებულმა სახლებმა ქუთაისის უბნებში ახალი საზოგადოებრივი ჰაბები გააჩინოს"

სიახლეები

რას ნიშნავს 50%-მდე + 20% Visa ფასდაკლება?

ექსტრაზე განსაკუთრებული ფასდაკლებები დაიწყო

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია