Ending Soon! Save 33% on All Access

DattoCon Europe - ტექნოლოგიური მიღწევები ადამიანების სამსახურში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

IT-მომსახურების პროვაიდერი კომპანიებისთვის უდიდეს ივენთს ევროპის მასშტაბით ირლანდიამ, დუბლინმა უმასპინძლა. DattoCon Europe-ის ორგანიზატორია მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტი Kaseya და ივენთი ყოველწლიურად იმართება ევროპასა და ამერიკაში.

DattoCon Europe წელს განსაკუთრებული იყო. ღონისძიებამ ევროპის 1 000 საუკეთესო აიტი კომპანიიიდან 1 500-ზე მეტი პროფესიონალი გააერთიანა 3-დღიან გრანდიოზულ ივენთზე, რომლის სპონსორები და მხარდამჭერები მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური გიგანტები იყვნენ: CompTIA, Cisco, Bitdefender-ი და სხვა.

საქართველო DattoCon Europe-ზე კომპანია "სქაიჰაიმ" წარადგინა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენი ქვეყნიდან მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას ქართველი პროფესიონალებიც ესწრებიან.

"სქაიჰაი" ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც მსოფლიოს ტექნოლოგიური სერვისების მიმწოდებელთა რუკაზე საქართველო წარადგინა. წლევანდელ ღონისძიებას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი - თორნიკე თოხაძე, მმართველი პარტნიორი - ალექსანდრე ჩიქოვანი და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი - გურამ ნაცვალაძე დაესწრნენ.

ღონისძიება სფეროსთვის მნიშვნელოვან მრავალ საკითხს ეხებოდა. დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა განიხილეს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები, გაიმართა ექსპოზიციები და მსჯელობა IT-მომსახურების კომპანიებისთვის სერვისის გაუმჯობესების, ახალი შესაძლებლობების, პროდუქტების დახვეწისა და მომხმარებლის კმაყოფილების მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიმართულებით.

მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო IT-მომსახურების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და მის პოზიტიურ გავლენას. ღონისძიების ფარგლებში პროფესიონალებმა იმსჯელეს კვლევებისა და განვითარების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, ინსაითებსა და არსებულ მეგატრენდებზე.

3-დღიანი ივენთი მოიცავდა ევროპის წამყვანი სერვისპროვაიდერების პირველ პირებთან პირად შეხვედრებსა და მათი გამოცდილების გაზიარებას ბაზრების სპეციფიკურ მახასიათებლებსა და ინტელექტუალური კაპიტალის მოზიდვა-განვითარების ტენდენციებზე.

DattoCon Europe-ზე წარმოდგენილ კომპანიებს მიეცათ ახალი პარტნიორების მოზიდვის შესაძლებლობაც. ღონისძიება მოიცავდა როგორც კომპანიების, ისე ბიზნესპორტფელების შეძენა-გაერთიანების პერსპექტივებსა და გლობალურ ბაზრებზე წვდომის უახლეს შესაძლებლობებს.

ამ მხრივ ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო ქართული კომპანიისთვისაც.

"DattoCon-ი კონკრეტული და ხელშესახები შედეგების მომტანი იყო "სქაიჰაისთვის", ვინაიდან მიღწეული საპარტნიორო შეთანხმებების საფუძველზე ჩვენს შიდასაოპერაციო პროცესებში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი დაიწყო. შედეგადაც ჩვენი მომხმარებლები 2025 წლიდან თვისებრივად გაუმჯობესებული, ადამიანურ საჭიროებებზე მორგებული და მაღალი უსაფრთხოების სტანდარტის სერვისებით ისარგებლებენ", - ამბობს გურამ ნაცვალაძე.

ივენთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქინოუთ სპიკერების 3-დღიანი სერია, სადაც დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა Kaseya-ს გენერალური დირექტორისთვის, ფრედ ვოკოლასთვის. კომპანია მსოფლიოში უდიდესია IT-მენეჯმენტისა და კიბერუსაფრთხოების სისტემების მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ ყველა სესიაზე მიმდინარეობდა კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა. მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა იმსჯელეს ამ მიმართულებებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ, განიხილეს უკვე მიღწეული შედეგები და არსებული სიახლეებიც.

სამდღიანი მასშტაბურ ღონისძიებას სოციალური დატვირთვაც ჰქონდა - ივენთის ფარგლებში IT-კომპანიებმა განახორციელეს დონაცია ირლანდიური გზამკვლევი ძაღლების მოშენება-წვრთნისთვის, რომლებიც ეხმარებიან უსინათლო ადამიანებს გადაადგილებასა და გზის გაკვლევაში.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი